თედო ჯაფარიძე ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა
თედო ჯაფარიძე ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა
13:43 01.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა-ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წევრი თედო ჯაფარიძე ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის თემა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო.

ჯაფარიძემ ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ ძირითადი გზავნილები და ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გააცნო.

ბრიუსელში ვიზიტამდე, თედო ჯაფარიძე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჩეთენ ჰაუზის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბეჭდვა