არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ექსპერტებთან საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა გამართა
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ექსპერტებთან საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა გამართა
21:24 05.03.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ მოწვეულ ექსპერტთან, აშშ საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი და ინიციატივები განიხილეს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის მომზადებული და რომელთა ინიცირებაც სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საარჩევნო კომისიასთან და სხვა უწყებებთან მსჯელობის შემდეგ იგეგმება.​


ბეჭდვა