პრემიერი გორის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პრემიერი გორის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
11:25 01.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გორში იმყოფებოდა.

პრემიერი ქალაქის ცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასა და რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ მოქალაქეებს გაესაუბრა.

მერაბიშვილი არქიტექტორებთან ერთად, გორის ციხეზეც ავიდა, სადაც ციხის რეაბილიტაციის საკითხებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, გორის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრი იმ კომპლექსური ღირსშესანიშნაობების ნაწილი გახდება, რომელიც მეტ ტურისტს მიიზიდავს და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.



ბეჭდვა