მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
11:00 03.03.2020
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა იმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები. შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ბეჭდვა