პარლამენტი ეპიდემიური კონტროლის ზომებს შეუერთდა
პარლამენტი ეპიდემიური კონტროლის ზომებს შეუერთდა
13:51 02.03.2020
საქართველოს პარლამენტი ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ეპიდემიური კონტროლის ზომებს შეუერთდა. შენობის შემოსასვლელებში, ასევე იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟდა სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით.

გარდა ამისა, პერიოდულად მოხდება იმ ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს ხშირი შეხება აქვთ.


ბეჭდვა