პარტიული საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 9 საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა ხვალ 18.00 საათზე იწურება.
საარჩევნო სუბიექტებმა ცესკო-ში ასევე უნდა წარადგინონ მაჟორიტარობის კანდიდატთა დოკუმენტაცია.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკოში განუცხადეს, სუბიექტებს, აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, 2 დღიანი ვადა ექნებათ.
