რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობას ნიკოლაიშვილის მოადგილე ასრულებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობას ნიკოლაიშვილის მოადგილე ასრულებს
16:54 31.08.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მისი ყოფილი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძეა.

ნიკოლაიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. სავარაუდოდ, ის გურიის რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.





ბეჭდვა