კაციტაძე გასვლით შეხვედრას ხვალაც გამართავს
კაციტაძე გასვლით შეხვედრას ხვალაც გამართავს
18:42 02.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე ხვალ მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ წარმომადგენლობაში გასვლით შეხვედრას გამართავს.

როგორც "ნიუსპრესს" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, კაციტაძე რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.

რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები მსგავს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართვენ. დღეს კაციტაძე ამ მიზნით ქვემო ქართლს სტუმრობდა.


ბეჭდვა