„ქრისტიან-დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე იქნება
„ქრისტიან-დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე იქნება
16:35 31.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატების“ სახელით დიდუბეში კენჭს მომღერალი ზურა ხაჩიძე იყრის.

ხაჩიძე დღეს „ქდმ“-ს ლიდერმა გიორგი თარგამაძემ წარადგინა.

თარგამაძის განცხადებით, ზურა ხაჩიძე არასოდეს ყოფილა გულგრილი ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების მიმართ, მან ზუსტად იცის როგორ საქართველოში სურს ცხოვრება და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიზნის მისაღწევად.

დღესვე, მოძრაობამ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნოდარ სარჯველაძე წარადგინა.

თარგამაძის განცხადებით, ნოდარ სარჯველაძეს უდიდესი სამეცნიერო პრაქტიკა აქვს სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატების“ პროგრამის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბეჭდვა