„ქართული ოცნების“ პარტიული სიის 50%-ს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები წარმოადგენენ
„ქართული ოცნების“ პარტიული სიის 50%-ს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები წარმოადგენენ
16:18 31.08.2012
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში კანდიდატთა 50 პროცენტს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები წარმოადგენენ.

როგორც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრიორიტეტების გადანაწილებისა და დისკუსის დროს 50% ახალ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ერგო, ხოლო დანარჩენ პარტიებს, თითოს 10-10%.

ფანჯიკიძის განმარტებით შესაბამისად 200 წევრიანი სიიდან, ასი კანდიდატი „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს წარდგენილი, ხოლო დანარჩენ პარტიებს - 20-20 წევრი.

„რასაკვირველია კამათი იყო, მაგრამ ეს კამათი არ ნიშნავს დაპირისპირებას, პრიორიტეტები სრულიად ჯანსაღი დისკუსიის შედეგად გადანაწილდა. პარტიებმა წარადგინეს თავისი სიები, ასე რომ ყველაფერი დემოკრატიულად გადაწყდა“ - განაცხადა ფანჯიკიძიმ.

ბეჭდვა