არჩილ თალაკვაძე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა
19:48 24.02.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, ასევე, მთავარი პოლიტიკური თემები და თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ს პრეზიდენტს პარლამენტის მიერ რეფორმებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და მიმდინარე სესიის პრიორიტეტებიც გააცნო.


ბეჭდვა