პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე,
ბიძინა ივანიშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
