„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძეა.
პარტიული სია დღეს გიორგი თარგამაძემ წარადგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, სია კვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანებითა და იმ ლიდერებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვის კუთხით თავი არ დაზოგეს.
პარტიული სიის ათეულში გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი, პაატა დავითაია, თამაზ გაიაშვილი, გიორგი რუხაძე, ზაზა ვეკუა, კახა კორძაია და ნინო გურიელი არიან.
გიორგი თარგამაძის თქმით, შემდეგი მოწვევის პარლამენტი განსაკუთრებით აქტიური და დაბალანსებული იქნება, რაშიც „ქრისტიან-დემოკრატები“ გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.
