კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერია
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერია
15:12 31.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კალაძეა.

ამის შესახებ დღეს ბლოკის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„კალაძე ძალიან კარგი სპორტსმენი და კარგი ადამიანია. თუკი ადამიანს რაიმე კარგი თვისება გააჩნია, კახის ყველაფერი აქვს, თუმცა, ჩვენი ხელისუფლება ისეთ ამბებს იგონებს, რომ თუ კარგად არ იცნობს, შეიძლება ეჭვი შეგეპაროს“ - განაცხადა მან.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, კალაძეს მხოლოდ პოლიტიკური და პარტიული მუშაობის გამოცდილება აკლია.

სიის მეორე ნომერია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი მანანა კობახიძე, ხოლო მესამე - „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია.

ბეჭდვა