ნოტარიუსებს უფლებები ეზრდებათ.
ნოტარიუსს შეეძლება გასცეს სააღსრულებო ფურცელი ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის და ქონების გადაცემის საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემა მხოლოდ დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია. აღნიშნული იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ასეთ მოთხოვნაზე მხარეთა შეთანხმება არსებობს და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
ახალი კანონპროექტით კი, ნოტარიუსს შეეძლება გასცეს სააღსრულებო ფურცელი ასევე, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის და ქონების გადაცემის საფუძველზეც.
ახალი კანონპროექტი საპარლამენტო კომიტეტებში განიხილება.
