ანრი ოხანაშვილი: ქართულ პოლიტიკაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე მერაბიშვილის ადგილი არ არის
ანრი ოხანაშვილი: ქართულ პოლიტიკაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე მერაბიშვილის ადგილი არ არის
12:35 20.02.2020
პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.

ოხანაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აქვს კრიმინალური მენტალიტეტი და ასეთი მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს ნაცმოძრაობა მის სატელიტ პარტიებთან ერთად.

კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. კრიმინალურ მენტალიტეტებს ჩვენ ვებრძვით, ვაგრძელებთ ბრძოლას და ქართული საზოგადოება გამოუტანს განაჩენს როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი?“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.

ბეჭდვა