პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა რევაზ სოხაძემ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის ერთიანი საარჩევნო სია გადასცეს.
„ახალი მემარჯვენეების“ ინფორმაციით, დღესვე, „მემარჯვენეებმა“ ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოს კომისიას უმაღლეს საბჭოს არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სია წარუდგინეს.
„ახალი მემარჯვენეების“ სია მთლიანად პარტიის წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკაში არიან და პარტიის სხვადასხვა სტრუქტურებს და რგოლებს ხელმძღვანელობენ.
პარტიის სრული სია „მემარჯვენეების“ ვებ-გვერდზე განთავსდება.
