„თავისუფალი საქართველოს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა
„თავისუფალი საქართველოს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა
13:00 31.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიაშვილი დღეს თელავში, თბილისის გზატკეცილის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს პარტიის პროგრამა გააცნო.

მოსიაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას რუსული ბაზრის დაბრუნების აუცილებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე თბილისის გზატკეცილის მოსახლეობამ აღნიშნა, რომ 26-ე და 28-ე კორპუსებს ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი არ მიეწოდება. დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, კორპუსებამდე მისასვლელი გზები კი, შეკეთებას საჭიროებს.

გიორგი მოსიაშვილმა მოსახლეობასთან პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემა აღმოიფხვრება.

ბეჭდვა