პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი, პარტია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცების თანამებრძოლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან დივერსანტთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია, თუმცა, ქართველი ძალოვნების ნაწილი ხეობაში რჩება.
სპეცოპერაციის დროს დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
