ივანიშვილი - სააკაშვილს 200-მდე თავგანწირული ზონდერი ჰყავს
ივანიშვილი - სააკაშვილს 200-მდე თავგანწირული ზონდერი ჰყავს
12:19 31.08.2012
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ძალადობის და უკანონობის გარდა, სხვა გზა არ დარჩა.   

როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, სააკაშვილი ხვდება, რომ უნდა იმოქმედოს, რადგან თუ გაჩერდა, ყველაფერი ჩაეშლება.

„სააკაშვილს სწორი სვლა აღარ დარჩა. ის მოძალადეა და ძალადობს. იცის, რომ უნდა იმოქმედოს და გუნდს მუშაობას აიძულებს. პოლიციელები საშინელ მდგომარეობაში, შანტაჟში ჰყავს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს 200-მდე თავგანწირული ზონდერი ჰყავს და მათი მეშვეობით პოლიციას აბალანსებს.





ბეჭდვა