ივანიშვილი - სააკაშვილი აგონიაშია და მისგან გამორიცხული არაფერია
ივანიშვილი - სააკაშვილი აგონიაშია და მისგან გამორიცხული არაფერია
11:29 31.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილს წასასვლელიც არსად დარჩება.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ახლა ისეთ აგონიაშია, რომ გამორიცხული არაფერია.

„არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სააკაშვილი იმაზე უარესს მიიღებს, რასაც არჩევნების წაგების შემთხვევაში მიიღებდა. შეიძლება მას დღეს საქართველოშიც დაედგომებოდეს და საზღვარგარეთაც, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაშიც წავიდეს, თუმცა მას არცერთი მოყვარე აღარ შემორჩა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვერცერთ ლიდერს ვეღარ ხვდება და მას არცერთი ქვეყანა ნორმალურად არ ღებულობს.

„არცერთი ქვეყანა ნორმალურად ხელს არ უწვდის, მაგრამ წასვლის საშუალება ყველგან აქვს. გაყალბების შემთხვევაში, მოახერხებს იმას, რომ გასასვლელიც არსად აღარ დარჩება. ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა, ამის სურვილი არ გვაქვს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა მმართველმა გუნდმაც აღარ იმუშაოს ისე, როგორც სააკაშვილი გეგმავს.

ბეჭდვა