პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის ერთიან საარჩევნო სიას გადასცემენ.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, დღესვე „მემარჯვენეები“ ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოს კომისიას უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიას წარუდგენენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ „ახალი მემარჯვენეების“ სია მთლიანად პარტიის წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც პარტიის სხვადასხვა სტუქრტურებს და რგოლებს ხელმძღვანელობენ.
ასევე, პარტიულ სიაში წარდგენილ ქალთა რაოდენობა მთლიანი სიის 30% იქნება.
