სააკაშვილის თქმით, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი საქართველოში 2 ლარამდე გაიზრდება
სააკაშვილის თქმით, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი საქართველოში 2 ლარამდე გაიზრდება
20:15 30.08.2012
საქართველოში წელს პირველად ყურძნის ჩასაბარებელი ფასი კილოგრამზე 1 ლარს აღწევს, 3-4 წელიწადში კი - 2 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა კახეთში ყოფნისას განაცხადა.

სააკაშვილი გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელ ერთ-ერთ ქარხანას ეწვია და ყურძნის ჩაბარების პირობებს გაეცნო.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ ყურძნის მოსავლის 35% გაანადგურა, დარჩენილი მოსავალი იმდენივეა, რამდენიც შარშან იყო.

როგორც პრეზიდენტს ქარხანაში უთხრეს, ერთ კილოგრამ ყურძენს ქარხანა 65 თეთრად იბარებს, ხოლო 35 თეთრს სახელმწიფო სუბსიდიის სახით გადაიხდის.

„ჩვენი ყურძნის რეკლამაში მეტი ფული უნდა ჩაიდოს და მსოფლიომ უფრო მეტად გაიგოს რა სიმდიდრეს ვფლობთ. პირველად ჩასაბარებელი ფასი 1 ლარია და ამაზე დაბლა ფასი არ უნდა ჩამოვიდეს. 3-4 წელიწადში ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 2 ლარამდე ავა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთში დარჩება და რთველზე მონიტორინგის განახორიელებს.

ბეჭდვა