პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კახეთში განაცხადა, რომ ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეები საქართველოში იარაღით არ უნდა შემოდიოდნენ.
„ჩვენ ადამიანურად გვინდა ჩეჩნებს დავეხმაროთ ყველაფერში, უბრალოდ აქ იარაღით არ უნდა ჩამოდიოდნენ, ახლა რომ იყო ამ ბოლო დღეებში“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მან გაიხსენა ის დახმარება, რომელიც საქართველომ ჩეჩენ დევნილებს გაუწია.
28 აგვისტოს საღამოდან კახეთში, ლოპოტას ხეობაში ქართველი სამართალდამცავები დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციას ახორციელებდნენ.
