„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს მშობლიურ დუშეთის რაიონში იყრის.
ნათელაშვილმა დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დუშეთში მხარდამჭერებს თავად წარუდგინა.
„ვაცხადებ დუშეთისა და სრულიად საქართველოს გასაგონად, დუშეთის რაიონში მანამდე ვიყრი კენჭს, სანამ საქართველოში სააკაშვილის, ხოლო დუშეთსა და მთელ საარაგვოში ჩოჩელ-ოტიაშვილის დესპოტიას არ მოვსპობ“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დუშეთის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამაც გააცნო.
