სააკაშვილი - დღევანდელი მთავრობა ეტყობა თამაზ თამაზაშვილში აერიათ
სააკაშვილი - დღევანდელი მთავრობა ეტყობა თამაზ თამაზაშვილში აერიათ
18:23 30.08.2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძვირფასი მონაპოვარია ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.
როგორც მან ყვარელში თავდაცვისა და შს მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოში მშვიდობით მოსულს ქართველიც მშვიდობით ხვდება.

„მიუხედავად საზღვრებისა, კავკასია ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით ერთიანი სივრცეა. ჩრდილოეთ კავკასიელები საქართველოში გვსურს მეგობრებად, ვიზიტორებად და ტურისტებად, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლების სიტუაცია აღარაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის დრო აღარაა, როცა „დღეს ციხეში მყოფი კრიმინალი თამაზ თამაზაშვილი კახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მართავდა“.

„დღევანდელი მთავრობა ეტყობა თამაზ თამაზაშვილში ავერიეთ. თამაზაშვილის დროს ტყვეებით ვაჭრობა ხდებოდა, ადამიანებით პირდაპირ ვაჭრობდნენ. მახსოვს, პეტრე ცისკარიშვილი კუს ტბიდან პანკისში გაიტაცეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო წარსულში აღარ დაბრუნდება.

ბეჭდვა