ირაკლი კობახიძე: ნაცებისა და მათი დანაყოფების პოლიტიკიდან გაქრობა ქვეყნისთვის კარგი იქნება
ირაკლი კობახიძე: ნაცებისა და მათი დანაყოფების პოლიტიკიდან გაქრობა ქვეყნისთვის კარგი იქნება
15:24 06.02.2020
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია არ დათანხმდება მმართველი გუნდის შეთავაზებას 100/50-ზე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან.


„განიხილება ერთი წინადადება - 100/50-ზე, რომელიც წარვადგინეთ ოპოზიციის წინაშე. თუ არ დაგვეთანხმებიან მაშინ დარჩება 77/73-ზე.


თუ დარჩება 77/73-ზე და არა 100/50-ზე მაშინ „ნაც. მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და თავისი დანაყოფებით, შმაცებით და შმაცუნებით საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ბეჭდვა