იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც  5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
12:07 06.02.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.

ახალ საკანონმდებლო ცვლილებას დამატებული ღირებულების გადასახადის ახალი რეფორმა ითვალისწინებს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა და რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზებას უზრუნველყოფს.

„ეს არის მცირედი, თუმცა მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი,“- განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
ბეჭდვა