საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაიცავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირების თაობაზე მოწოდებებს კოალიცია არ გააკეთებს.
„ჩვენ მშვიდობიანად დავიცავთ ამომრჩეველთა ხმებს. ხელისუფლებას კი, არავითარი რესურსი არ აქვს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ჩვეულ რიტმში გააგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას და არავითარ შემთხვევაში სიტუაციას არ გაამწვავებს, არჩევნების შემდეგაც მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
„შეტაკებებს არ ვაპირებთ, ღმერთმა დაგვიფაროს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, არც არჩევნების შემდეგ გავამწვავებთ სიტუაციას. ჩვენ, მხოლოდ კანონის ფარგლებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად აღსრულდეს ხალხის რეალური ნება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
