„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხვალ დასახელდება
17:23 30.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კოალიცია პარტიულ სიასაც ხვალ გამოაქვეყნებს.

„ჩვენ სიებს ხვალ გამოვაქვეყნებთ. ხვალვე გახდება ცნობილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობაც“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა