ივანიშვილი - სპეცოპერაციისას დაღუპული ორი სპეცრაზმელი ჩემი მხარდამჭერი იყო
ივანიშვილი - სპეცოპერაციისას დაღუპული ორი სპეცრაზმელი ჩემი მხარდამჭერი იყო
16:30 30.08.2012
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციისას დაღუპული სამი ქართველიდან, ორი მისი მხარდამჭერი იყო.

როგორც ივანიშვილმა, დღეს კოალიციის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაღუპული ჯარისკაცები მისი დაცვის წევრებთან მეგობრობდნენ, ესენი არიან სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ის გაუგებარი სპეცოპერაცია ისევ გრძელდება, ღმერთმა ქნას, რომ არავინ დაიღუპოს“ - განაცხადა ივანიშვილმა პრესკონფერენციის დაწყებისას.

სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.


ბეჭდვა