არჩილ თალაკვაძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს შეხვდა
14:01 31.01.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის სექტორული მიმართულებები, მიღწევები და პრიორიტეტები განიხილეს. მხარეები მიესალმნენ USAID-ის ახალ პროგრამას, რომელიც ქალთა და ახალგაზრდების მეწარმეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო.


არჩილ თალაკვაძემ ბონი გლიკს მადლობა გადაუხადა USAID-ის მიერ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.


ბეჭდვა