პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, დღეს პარტიის ოფისში თბილისის ოთხ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
საბურთალოს რაიონში დეპუტატობისთვის ნანა დევდარიანი იბრძოლებს, გლდანში კენჭს იყრის მიმი გაბრიჩიძე, ნაძალადევში ჯაბა ჯიშკარიანი, ჩუღურეთში კი - გიორგი კარტოზია.
პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი წინაპირობა ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედებაა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თავისუფალმა საქართველომ“ გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატი და მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს დაუჭირა.
