„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ამერიკის „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ყრილობა „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად მით რომნის ოფიციალურად აირჩევს, რომელიც ნოემბერში არჩევნები ბარაქ ობამას დაუპირისპირდება.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია რუხაძის ინდივიდუალური შეხვედრები როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან, ასევე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
გიორგი რუხაძე მონაწილეობას მიიღებს „საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის“ აღმასრულებლეთა შეხვედრაშიც.
ქდმ-ს საერთაშორისო მდივანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის დედაქალაქიდან ჩავიდა, სადაც აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან–დემოკრატი“ ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა.
