დავით ბაქრაძე ბოშის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ბაქრაძე ბოშის წარმომადგენლებს შეხვდა
17:25 02.03.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.  
შეხვერდის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ გერმანული "ბოშის ფონდის" პროექტით, სხვადასხვა სახელმწიფოების ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს ტრეინინგი უტარდებათ. ამჯერად, საქართველოში შვიდი სახელმწიფოს 33 ახალგაზრდა მოხელეა.
"ბოშის ფონდმა გადაწყვიტა, რომ ეს ტრეინინგი ჩატარებულიყო საქართველოში, რადგან მათი შეფასებით, ამ რეგიონში საქართველო არის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო რეფორმების თვალსაზრისით და ახალგაზრდა საჯარო მოსამსახურეებისთვის ყველაზე საინტერესო იქნებოდა სწორედ საქართველოს გამოცდილების გაცნობა, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში და როგორ მიაღწია საქართველომ რეფორმებში ასეთ წარმატებას," – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს რეფორმების წარმატებას ასე აფასებს გერმანული მხარე და "ბოშის ფონდი".

ბეჭდვა