საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზუგდიდიდან როლანდ ახალაიას დებატებში იწვევს.
ამის შესახებ ალასანიამ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ვთავაზობ ჩემს კონკურენტს დაჯდეს ჩემთან დებატებში არა აქვს მნიშვნვნელობა ეს იქნება ადგილობრივი ტელევიზიით თუ რომელიმე ცენტრალური არხით, მთავარია ზუგდიდელებს გავაგებინოთ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს“- განაცხადა კოალიციის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ის პატივს სცემს ოპონენტს და მისი სურვილია ჯანსაღი კონკურენციის ტრადიციის დამკვიდრება.
