პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მედიისთვის დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს,
თუმცა მანამდე კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდებიან.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან 13:30 საათზე, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შედგება, ხოლო ივანიშვილის მიერ საგანგებო განცხადების გაკეთება 16:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
დიპლომატებთან შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
