ბიძინა ივანიშვილი დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
ბიძინა ივანიშვილი დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
09:12 30.08.2012
საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, რომლის შინაარსი ჯერ არ ხმაურდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, განცხადების გაკეთების ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება და სავარაუდოდ, ის ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გაკეთდება. მას ივანიშვილი როგორც ქართულ, ისევე უცხოური მედიის წარმომადგენლებსაც გააცნობს.



ბეჭდვა