ტელედებატებში მონაწილეობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია დღეს გახდება ცნობილი
ტელედებატებში მონაწილეობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია დღეს გახდება ცნობილი
09:08 30.08.2012
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღებაზე საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხს ბლოკის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თერჯოლიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პოზიციის დასაფიქსირებლად კოალიციას ვადა 4 სექტემბრამდე აქვს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ტელედებატები დღეს შესთავაზა.

ტელედებატებში მონაწილეობის უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს.

სულ, ორი ტელედებატი გაიმართება. პირველი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დაგეგმილია 9 სექტემბერს, ხოლო მეორე დებატი - საარჩევნო სიის პირველ ნომრებს შორის 18 სექტემბერს შედგება.

თანხმობის შემთხვევაში, ოთხივე პოლიტიკური პარტიის კანდიდატი დებატებში მონაწილეობას ერთად მიიღებს.

ბეჭდვა