პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებეს, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს დიდი აღმშენებლობა და ის არ დაუშვებს მეზობელი სახელმიწიფოდან არეულობის,
არასტაბილურობისა და ძალადობის იმპორტს ქვეყანაში.
„ამ მთების იქეთ არის დიდი არეულობა, ხოლო ამ მთების აქეთ დიდი აღმშენებლობა და განვითარება. დღეს ჩვენ ვართ სულ სხვა სიტუაციაში, ვიდრე ვიყავით 90-იან წლებში. ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მეზობელ ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა და ძალადობა გადმოვიდეს და საფრთხე შეუქმნას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს და ქვეყნის მშვიდობიან განვიათარებას“ - განაცხადა სააკაშვილმა ყვარელში ყოფნისას.
მისი თქმით, 90-იან წლებში ერთხელ უკვე მოხდა ჩრდილოკავკასიური რეგიონებიდან არსებული არეულობის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და პანკისის ხეობაში, რასაც პრეზიდენტის თქმით, თან ახლდა უამრავი მსხვერპლი, ადამიანთა გატაცებები და არეულობა.
„ის არასტაბილურობა და არეულობა, რომელიც ამ ქედს იქეთაა, მის იქეთ დარჩება და ვერ გადმოვა. ჩვენ გვყავს კარგად გაწვრთნილი სამართალადამცავი სტრუქტურები, არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი და რაც მთავარია გვაქვს პოლიტიკური ნება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მშვიდობიანი განვითარების მონაპოვარი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
