რომან გოცირიძე: „ქართული ოცნების რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება“
რომან გოცირიძე: „ქართული ოცნების რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება“
12:55 16.01.2020
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ოპოზცია ეხმაურება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ქართული ოცნების რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება ქართული ოცნების რეიტინგს. არავის სჯერა, რომ შეიძლება ქვეყანა, ეკონომიკა, სწორი მიმართულებით განვითარდეს.

კარგი არის ის, რომ ძლიერდება დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ბეჭდვა