NDI მედიას ხვალ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
NDI მედიას ხვალ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
21:51 15.01.2020
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ხვალ 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები. ხვალ კვლევის შედეგები სრულად გამოქვეყნდება (პოლიტიკური ნაწილის ჩათვლით).

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ბეჭდვა