ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ საქართველომ ნატო-ს წარმომადგენელბს ინფორმაცია მიაწოდა
ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ საქართველომ ნატო-ს წარმომადგენელბს ინფორმაცია მიაწოდა
20:34 29.08.2012
თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია დღეს ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

კომისიას ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობდა.

ქართულმა მხარემ ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მიმდინარეობის თაობაზე.

როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში გეგა მგალობლიშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხო საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხებს. 

კომისიის სხდომაზე ასევე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე წინსაარჩევნო პროცესებზე.

ბეჭდვა