ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს - ქალბატონ საბინე მახლს უმასპინძლა.
მარიამ ჯაშმა გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო ახლადშექმნილი ფრაქციის შემადგენლობა და ის საკანონმდებლო პრიორიტეტები, რომელზეც „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იმუშავებენ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
