საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, რომლის შინაარსი ჯერ არ ხმაურდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, განცხადების გაკეთების ზუსტი დრო ხვალ გახდება ცნობილი.
განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება და სავარაუდოდ, ის ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გაკეთდება. ამასთან, ივანიშვილი მას როგორც ქართულ ასევე, უცხოური მედიის წარმომადგენლებსაც გააცნობს.
