საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
12:51 14.01.2020
ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან იური ლუიკთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ესტონეთის დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას. განხილული იქნა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები. ელჩმა იური ლუიკს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის.

იური ლუიკმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ბეჭდვა