გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
13:11 08.01.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

ბეჭდვა