მიხეილ სააკაშვილი მუმიებზე ისევ საუბრობს
მიხეილ სააკაშვილი მუმიებზე ისევ საუბრობს
16:59 02.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუმიებზე ისევ საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მათი ადგილი მმართველოში არ არის.

როგორც პრეზიდენტმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა,
მმართველობაში ოპტიმიზმით სავსე ახალი თაობა უნდაიყოს.

"ჩემს ბავშვობაში თბილისში იყო კინოთეატრი "გაზაფხული", სადაც ფილმი "მუმია" დაახლოებით 34-ჯერ მაქვს ნანახი, იმიტომ, რომ სხვა არაფერი გადიოდა. ძალიან ჰგავს ზოგიერთ პოლიტიკურ სახეს ის, რაც იმ ფილმიდან მახსოვს, მაგრამ ისინი ფილმში უკან ბრუნდებიან. ეს კი, ჩვენი ქვეყანაა, რა უნდათ აქ მუმიებს მმართველობაში. თქვენ უნდა ოყოთ მმართველობაში" - მიმართა მან სტუდენტებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში.




ბეჭდვა