„ქრისტიან-დემოკრატებიდან“ სატელევიზიო დებატებში გიორგი თარგამაძე მიიღებს მონაწილეობას
„ქრისტიან-დემოკრატებიდან“ სატელევიზიო დებატებში გიორგი თარგამაძე მიიღებს მონაწილეობას
16:09 29.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არხის მიერ შეთავაზებული ფორმატით სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

როგორც „ნიუსპრესს“ საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა, დებატებში „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ სატელევიზიო დებატების გამართვას მიესალმებიან და მასში მონაწილეობის მიღებისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ტელედებატები დღეს შესთავაზა.

ტელედებატებში მონაწილეობის უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს.

სულ გაიმართება ორი ტელედებატი პირველი-პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დაგეგმილია 9 სექტემბერს, ხოლო მეორე დებატი - საარჩევნო სიის პირველ ნომრებს შორის 18 სექტემბერს შედგება.

თანხმობის შემთხვევაში, ოთხივე პოლიტიკური პარტიის კანდიდატი დებატებში ერთად მიიღებს მონაწილეობას.

ბეჭდვა