"თავისუფალი დემოკრატების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უმრავლესობის წევრს კობა ხაბაზს მიმართავს ცაგარეიშვილის გენიალოგიური შტო კარგად გამოიკვლიოს და გაუგზავნოს.
"ნიუსპრესთან" საუბარში გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ იგი შსს–ში 1995–1999 წლებში მუშაობდა და ამ წლების განმავლობაში კახა თარგამაძე მხოლოდ ერთხელ ჰყვავს ნანახი.
იგი უმრავლესობის წევრებს განუმარტავს, რომ მას "გაიში" არ უმუშავია და საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში იყო დასაქმებული.
ცაგარეიშვილის თქმით, შსს–ში 3 წელი მუშაობდა, აქედან 2 წელი პირადი შემადგენლობის ინსპექციაში, რომელსაც საგზაო პოლიციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა.
"ბატონი კობა ხაბაზი მაგიდის ქვეშ დარბოდა, როდესაც მე მექრთამე პოლიციელებს ვაკავებდი შსს–ში; როდესაც ნარკოტიკების გამყიდველ, კორუმპირებულ, ყალბი დიპლომებით სამსახურში მოწყობილ პოლიციელებს ვაკავებდი. ხაბაზს რუსული დაავიწყდა, ინგლისური ვერ ისწავლა და ჩიქორთული ქართულით საუბრობს, მის გასაგონად ვიტყვი, რომ "გაი" სახავტოინსპექციას ნიშნავს, სახავტოინსპექცია საქართველოში 1994 წელს გაუქმდა, მე კი, საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი და ვიყავი ოფიცერი" – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილი ხაბაზის კიდე ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკა ივანიშვილმა ჯოხიანი "გაიშნიკი" ცაგარეიშვილი ნათელ–მირონობის გამო განყოფილების უფროსად დაინიშნა.
"ჩემი ბავშვის ნათლია ნამდვილად არის ნიკა ივანიშვილი, ნათელ–მირონობა საქართველოში დასჯადი არ არის, მესმის. ნათელ–მირონებს თანამდებობრივი ნიშნით არ ვარჩევ," – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
